28 ივლისს "სიონის ზარები 2012" ტარდება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

28 ივლისს "სიონის ზარები 2012" ტარდება კულტურა, სპორტი
26-07-2012, 19:24
28 ივლისს, 18:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაბა სიონში ატარებს ავტორ შემსრულებელთა და მომღერალთა საავტორო სიმღერის ფესტივალს, სახელწოდებით - "სიონის ზარები 2012".

ფესტივალის მიზანია, გააცნოს მსმენელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო შემოქმედების ის პოტენციალი, რაც ამ ეტაპზე არსებობს და რასაც მომავალში შესაძლოა მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამი სასიმღერო ნომინაცია, კერძოდ: 1. საუკეთესო საავტორო სიმღერა; 2. საუკეთესო ახალი სიმღერა; 3. თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის საუკეთესო შესრულება.

მონაწილეთათვის წინასწარი შესარჩევი ტური მიმდინარე წლის 14 ივლისს ჩატარდა, სადაც კომპეტენტურმა ჟიურიმ ზემოაღნიშნულ ნომინაციებში გამოავლინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ის შემსრულებლები, რომლებიც ფესტივალის დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალში გამარჯვებულთათვის დაგეგმილია ფულადი პრემიებისა და ჯილდოების გადაცემა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინოსტროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არის დაწესებული.

გარდა ამისა, დაბა სიონში მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: 11:00 საათზე დაგეგმილია ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, 12:00 საათზე მდინარე იორზე მოეწყობა ჯომარდობა, დილიდანვე დაიწყებს ფუნქცონირებას კვების ობიექტები და ღია კაფე-ბარები. გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ქართული ესტრადის სოლისტები და სასიმღერო კოლექტივები.

ფესტივალის იდეის ავტორები და ორგანიზატორები არიან თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და არასამეწარმეო კავშირი "ჩვენი ფშავი", მხარდამჭერები: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია; მედიამხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
 
 

ასევე:

  • დღეს "თიანეთობა 2012" აღინიშნება
  • სტეფანწმინდაში "ყაზბეგობა 2011" იგეგმება
  • საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები ტარდება
  • პროექტის "სუვენირები საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართება
  • დღეს პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge