|
1-09-2012, 01:19
1-ელ სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონში, სარფის ცენტრში, სახალხო დღესასწაული "კოლხობა" გაიმართება.
კოლხობის სახალხო დღესასწაულს ჯერ კიდევ 1979 წელს ჩაეყარა საფუძველი. თავდაპირველად მას "ქვაომხაზობას” უწოდებდნენ, შემდგომ ლაზთა სახალხო დღესასწაულს “კოლხობა” დაერქვა, რადგანაც ეს დღესასწაული მთელ კოლხეთში იმართებოდა. გარდა ადგილობრივი ანსამბლებისა, ,,კოლხობის” სახალხო დღესასწაულის კულტურულ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოსები. დაგეგმილია ასევე სარფის მუზეუმის გახსნა და სპორტული შეჯიბრებები. |
|