|
5-11-2009, 02:30
9-დან 14 ნოემბრის ჩათვლით სიღნაღში ბავშვთა და მოზარდთა თეატრების ფესტივალი "მაჩაბელა" გაიმართება. მოზარდთა თეატრალური ფესტივალი წელს პირველად იმართება. სიღნაღის თეატრის შენობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 15 დასი თითო სპექტაკლს წარმოადგენს. როგორც ფესტივალის დირექტორმა მამუკა ლომაშვილმა განაცხადა, ფესტივალის ჟიურიში მსახიობები ნინო ხომასურიძე და დავით გელაძე (ჩელე), ასევე რეჟისორი მურად ვაშაკიძე იქნებიან. ფესტივალზე დასის ხელმძღვანელებისა და ნორჩი მსახიობებისთვის მასტერკლასები ჩატარდება. დაჯილდოება სიღნაღის ცენტრში მოწყობილ სპეციალურ სცენაზე გაიამართება, სადაც ნორჩი თეატრალების წაამტებულ დასს კომპანია “ფასტ +” სპეციალურ პრიზს გადასცემს. ფესტივალის ორგანიზატორი თეა დავითაიაა, რომლის განცხადებით, მომავალ წელს აღნიშნული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის იქნება. ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი “მაჩაბელა” 14 ნოემბერს სიღნაღში მეგობრობის კოცონითა და ფეიერვერკებით დაიხურება. |
|