თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სრულდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სრულდება კულტურა, სპორტი
7-10-2011, 21:03
თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ხვალ დაიხურება. ფესტივალი 8 ოქტომბერს ორი სპექტაკლით დასრულდება.

20:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე, გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის რუსეთის აკადემიური სახელმწიფო დიდი დრამატული თეატრი თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, "ბიძიას სიზმარს" წარმოადგენს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორია თემურ ჩხეიძე; სცენოგრაფია ემილ კაპელიუშს ეკუთვნის; კომპოზიტორი ალექსანდრე კნაიფელია; მხატვარ-გამნათებელი - ვლადისლავ ვლასოვი. სპექტაკლში მონაწილეობენ რუსეთის კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები - ოლეგ ბასილაშვილი, ალისა ფრეინდლიხი, სერგეი გალიჩი, ნიკოლაი გორშკოვი, იულია დეინეგა, ელენა იარემა, მარია ლავროვა, ლენა პოპოვა, კირილ ჟანდაროვი, მარია სანდლერი, ლიუდმილა საპოჟნიკოვა, ეკატერინა სტარატელევა, პოლინა ტოლსტუნი, დიანა შიშლიევა და ევგენი ჩუდაკოვი. ორმოქმედებიანი სპექტაკლის ხანგრძლივობა 190 წუთია.

იტალიის თეატრალური დასი კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლით "ტროას ქალთა ვნებანით" წარდგება. ინსცენირების ავტორი ანჯელა დი გაეტანო, ანტონიო პიციკატო და სალვატორე ტრამაცერე არიან, რეჟისორები - ანტონიო პიზიკატოსა და სალვატორე ტრამაჩერე.

ამ სპექტაკლებით თბილისში მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურება.

ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესამედ მასპინძლოს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა. წლევანდელი ფესტივალი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქართული სპექტაკლების პროგრამა (29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) საერთაშორისო პროგრამა (14 სექტემბერი – 8 ოქტომბერი) ვორქშოფები, გამოფენები და სემინარები.

2011 წლის საერთაშორისო პროგრამას მიმართულება ““New” დაემატა, რომელიც კონკურსის საფუძველზე ახალგაზრდა დასებისა და ახალი კომპანიების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანას ითვალისწინებდა. საერთაშორისო პროგრამამ ავსტრიის, იაპონიის, უკრაინის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის, სომხეთის, ხორვატიის, ინდოეთის, ირანის, კორეის, სლოვენიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, შვეიცარიის, რუსეთის თეატრალურ და საბალეტო დასებს 3 კვირის განმავლობაში უმასპინძლა.

წელს ფესტივალზე 26 ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი მსახიობები იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შორის, ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი.
 
 

ასევე:

  • თეატრალური ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
  • სიღნაღში თეატრალური ფესტივალი დასრულდება
  • სიღნაღში ბავშვთა და მოზარდთა თეატრების ფესტივალი "მაჩაბელა" გაიმართება
  • სტუ-ში თეატრალური ფესტივალი იხსნება
  • ბათუმის თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge