თეატრალური ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თეატრალური ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება კულტურა, სპორტი
14-09-2011, 00:49
თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 14 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ვენის აკადემიური ორკესტრის 35 მუსიკოსი ეწვია.

ორკესტრი ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონ მალკოვიჩთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს სპექტაკლში "ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღიარება", რომლითაც რუსთაველის თეატრში ფესტივალი გაიხსნება.

მარჯანიშვილის თეატრის სალაროში რეჟისორ მაიკლ შტურმინგერის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა.

ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 სექტემბრიდან 26 დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მესამედ უმასპინძლებს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა. წლევანდელი ფესტივალი სამი ნაწილისაგან შედგება: ქართული სპექტაკლების პროგრამა (29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) საერთაშორისო პროგრამა (14 სექტემბერი – 8 ოქტომბერი) ვორქშოფები, გამოფენები და სემინარები. 2011 წლის საერთაშორისო პროგრამას ასევე მიმართულება ““New” დაემატა, რომელიც კონკურსის საფუძველზე ახალგაზრდა დასებისა და ახალი კომპანიების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანას ითვალისწინებს. საერთაშორისო პროგრამა ავსტრიის, იაპონიის, უკრაინის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის, სომხეთის, ხორვატიის, ინდოეთის, ირანის, კორეის, სლოვენიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, შვეიცარიის, რუსეთის თეატრალურ და საბალეტო დასებს 3 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. თბილისი მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ნებისმიერი ფესტივალი მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, თუ ის გაუძლებს დროს, წლიდან წლამდე შეიძენს უფრო მეტ მიმზიდველობასა და მასშტაბურობას. "ამ თვალსაზრისით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყველა კოლეგის მხარდაჭერით ეს ფესტივალი შედგა და ის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. წელს 26 ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი მსახიობები იქნებიან წარმოდგენილნი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ფესტივალი შედგა და ის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს", - განაცხადა უგულავამ.
 
 

ასევე:

  • თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სრულდება
  • სიღნაღში თეატრალური ფესტივალი დასრულდება
  • სიღნაღში ბავშვთა და მოზარდთა თეატრების ფესტივალი "მაჩაბელა" გაიმართება
  • სტუ-ში თეატრალური ფესტივალი იხსნება
  • დღეს თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge