|
31-03-2013, 16:17
1-ელ აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეატრალური ფესტივალი იხსნება. ფესტივალს აგრარული უნივერსიტეტის თეატრალური დასი გახსნის. წარმოდგენილი იქნება ოთარ ჭილაძის პიესა "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო".
აგრარული უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, თამთა ჯაფარიძის განცხადებით, უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი უკვე 81 წლისაა. "მოხარულნი ვართ, რომ წლევანდელ ფესტივალს სწორედ ჩვენი თეატრი ხსნის", - განაცხადა თამთა ჯაფარიძემ. |
|