|
12-10-2009, 12:31
[ჯი-ეიჩ-ენი]. დღეს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის "GEORGIAN SHOWCASE" ფარგლებში "კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი" პრემიერას გამართავს.
სამგანზომილებიანი კომპლექსური შოუ სახელწოდებით "შერეკილები 2" (დრამატული ცირკი) ხელოვნების სხვადასხვა დარგს: ცირკს, თანამედროვე ბალეტს, დრმატულ თეატრს, მიმოდრამას, აკრობატიკასა და ცოცხალ მუსიკას მოიცავს.
სპექტაკლი წარმოადგენს საცირკო ხელოვნების თანამედროვე ხედვას. შოუს ძირითადი აზრი მდგომარეობს ცირკის არენაზე თეატრალური დრამატურგიისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზში, სადაც ამ სამ დამოუკიდებელ სფეროს თანაბარი მნიშვნელობა მიენიჭება.
"შერეკილები 2"-ის დამდგმელი რეჟისორი, იდეის ავტორი, ქორეოგრაფი და სცენოგრაფი კახა ბაკურაძეა. |
|