ქართული თეატრი 160 წლისაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართული თეატრი 160 წლისაა კულტურა, სპორტი
14-01-2010, 04:47
/GHN/ 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. თეატრალური საზოგადოება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს გამართვას. წელს ქართული თეატრის დღის ფარგლებში ჟურნალის "თეატრი და ცხოვრება" 100 წლის იუბილეც აღინიშნება.
საღამოს გაუძღვებიან რუსთაველის თეატრის მსახიობები: ზაალ ჩიქობავა, მარინა კახიანი, ია სუხიტაშვილი და ლევან ხურცია.
საღამოზე თაეტრალური საზოგადოება 2009 წელს გამორჩეული მიღწევების მქონე თეატრის მოღვაწეებს კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის ყოველწლიური პრემიებს გადასცემს.
ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის მერიის თანადგომით ეწყობა.
ქართული თეატრის დღე საფუძველი 160 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი, გიორგი ერისთავის "გაყრა" დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. ამჟამად მარტო თბილისში 10-ზე მეტი თეატრი ფუნქციონირებს.
"1850 წლის 14 იანვრს გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერით, მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღეს #1 სკოლის) შენობაში, დადგა პირველი სპექტაკლი - "გაყრა". იგი პიესის ავტორიც თავად იყო, რეჟისორიც და ერთ-ერთ (სომეხი ვაჭრის) როლსაც ასრულებდა", - განმარტავს პროფესორი ვასილ კიკნაძე
1850 წელს დრამატურგ გიორგი ერისთავის აქტიური მონაწილეობით აღორძინდა ქართული თეატრი, რომელსაც მდიდარი სცენური ტრადიციები ჰქონდა. აღორძინების პირველივე დღეებიდან ქართული თეატრი რეალისტური ხელოვნების გზას დაადგა. მის სცენაზე დაიწყო ერისთავისა და ანტონოვის უპირატესად კომედიური ჟანრის პიესების დადგმა.
ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ძლიერ ნაყოფიერი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა. ამ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე გამოჩნდნენ ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები - ვასო აბაშიძე (1854-1926), ლადო მესხიშვილი (1857-1930), ნატო გაბუნია (1859-1910), მაკო საფაროვა-აბაშიძე (1860-1940), კოტე ყიფიანი (1849-1921), კოტე მესხი (1859-1914), ვალერიან გუნია (1862-1938). ესენი იყვნენ ქართული სცენის ნიჭიერი ოსტატები, რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება მაღალ დონეზე აიყვანეს.
 
 

ასევე:

  • 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
  • 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
  • რუსთაველის თეატრი ზუგდიდელ მსახიობებს დაეთმობა
  • მოძრაობის თეატრი პრემიერას გამართავს
  • თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სრულდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge