კინომსახიობთა თეატრში ტენესი უილიამსის "კამინო რეალის" პრემიერაა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

კინომსახიობთა თეატრში ტენესი უილიამსის "კამინო რეალის" პრემიერაა კულტურა, სპორტი
9-12-2009, 23:41
10 დეკემბერს მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და ფესტივალი "საჩუქარი" წარმოადგენენ ტენესი უილიამსის "კამინო რეალის" პრემიერას. სპექტაკლი ინგლისელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა დადგა. მხატვრული გაფორმება შოთა გლურჯიძეს ეკუთვნის.
"ეს ნამდვილი ამერიკული პიესაა, ამერიკული თეატრის ესთეტიკით შექმნილი, ძალიან სასაცილო, საკმაოდ მწვავე და გესლიანი და ამასთანავე პოეტური", - აცხადებს დამდგმელი რეჟისორი.
ჰილარი ვუდი განმარტავს, რომ ამ პიესით ავტორმა გამოხატა უსაზღვრო სიყვარული ევროპისა და ევროპული ლიტერატურის მიმართ, რომელსაც იგი მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ეტრფოდა.
"კამინო რეალი არის სამეფო გზა, რომელიც ოდესღაც უძველეს აცტეკ მეფეებს ეკუთვნოდათ. ტენესი უილიამსის ფანტაზიით ამ გზის დასასრული წარმოდგენილია ქვის გალავნით შემოზღუდულ ქალაქად, საიდანაც გზა უკვე აღარსად არ მიდის. იქით არსებობს მხოლოდ ტერა ინკოგნიტა. მასთან მისასვლელად კი მეტად საშიში უდაბნოს გავლაა საჭირო", - აცხადებს რეჟისორი.
სპექტაკლში მონაწილეობენ ზურაბ ყიფშიძე, რამაზ იოსელიანი, ზაზა მიქაშავიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, გიორგი ყიფშიძე, მზია არაბული, გიორგი ნაკაშიძე, პაატა ბარათაშვილი, გია აბესალაშვილი, დარეჯან ჯოჯუა, ნინო ჩხეიძე, თამრი ბზიავა და სხვები. სპეციალური მოწვევით _ გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი.
სპექტაკლი 11 და 12 დეკემბერსაც იქნება წარმოდგენილი.
 
 

ასევე:

  • ახმეტელისა და თუმანიშვილის სახელობის თეატრები ერთობლივ პროექტს წარმოადგენენ
  • რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში "ვარსკვლავბიჭუნა" იქნება წარმოდგენილი
  • რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი იქნება "რა გვეტყობა, რომ ლტოლვილები ვართ?"
  • გორის თეატრში პრემიერა გაიმართება
  • კინომსახიობთა თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენა გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge