|
27-12-2009, 02:20
3, 4, 5, 6 იანვარს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლი "ვარსკვლავბიჭუნა" იქნება წარმოდგენილი. დადგმის რეჟისორია რობერტ სტურუა, რეჟისორი _ დათო მღებრიშვილი, მხატვარი _ ანა ნინუა, მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ქვრივიშვილი, გოგა გველესიანი, დათო კვირცხალია, ზუკა პაპუაშვილი, ეკა მინდიაშვილი, ზურა შარია, პაატა გულიაშვილი, მამუკა ლორია და ზურა ინგოროყვა. "ვარსკვლავ-ბიჭუნა" ყმაწვილ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ღარიბმა შეშისმჭრელებმა ტყეში მიტოვებული იპოვეს, შეებრალათ და შინ წაიყვანეს. ბიჭი ლამაზი, მაგრამ უმოწყალო და ქედმაღალი გაიზარდა. ბიჭუნას სჯეროდა, რომ ვარსკვლავების ღვთიურ პირმშოდ გაჩნდა და ყველა დანარჩენ ბავშვზე ბატონობდა, რომლებიც ერთგულად ემორჩილებოდნენ. |
|