ხელოვნების მუზეუმში კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენა გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ხელოვნების მუზეუმში კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენა გაიხსნება სიახლე
8-10-2009, 14:28
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენა იხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილია "კლუბ ილიაზდის" პრეზიდენტის ფრანსუა მერესა (საფრანგეთი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში დაცული ძმები ზდანევიჩების 50-მდე ნამუშევარი, რომელთა ნაწილი საქართველოში არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ილიაზდის უნიკალური დღიური, რომელშიც აღწერილია ნიკო ფიროსმანის, როგორც მხატვრის, აღმოჩენის ისტორია; ასევე, მისი საავტორო წიგნის გვერდები, ილუსტრაციები; შანელის სახლისთვის შექმნილი ესკიზები, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრის გეგმები. კირილე ზდანევიჩის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, საარქივო მასალა _ აფიშები, გაზეთები; ექვიმე თაყაიშვილის წერილი ილიაზდისადმი 20-იან წლებში მიწერილი და სხვა.

"თბილისური ავანგარდი~ ბუნებრივად ასოცირდება ძმების კირილე და ილია ზდანევიჩების სახელთან. პოლონური წარმოშობის ქართველ შემოქმედთა ეს ორი ფიგურა განსაზღვრავს ავანგარდული ხელოვნების კუბისტურ-ფუტურისტული ნაკადის დინამიკურსა და ცხოველმყოფელ მოძრაობას 1910-1920-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში. გარდა თავად კირილე და ილია ზდანევიჩების შემოქმედების მნიშვნელოვნელობისა მათი ღვაწლი ქართული ხელოვნებაში ძალიან დიდია. სწორედ ძმები ზდანევიჩების დამსახურებაა გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის აღმოჩენა და მისი შემოქმედების პოპულარიზაცია. ზდანევიჩები ფიროსმანის ნამუშევართა პირველი კოლექციონერები გახლდნენ. მათ გვერდით იდგა ფრანგი მხატვარი მიშელ ლე-დანტიუ.

მხატვრების ადრეული პერიოდის შემოქმედება იმ ეპოქის ნოვატორულ ძიებებთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ილიას ლითოგრაფირებული წიგნები და კირილეს გრაფიკული ნამუშევრები. მხატვართა შემოქმედების შედარებით გვიანი პერიოდი წარმოდგენილია ილია ზდანევიჩის ემიგრაციაში შესრულებული ლიტერატურული ქმნილებებითა, წიგნებით და კირილე ზდანევიჩის 1960-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებით.

ნამუშევრებში მიუხედავად იმ პერიოდის კულტურაში გაბატონებული სოცრეალისტური მსოფლხედველობისა, მაინც იგრძნობა მხატვრის ინდივიდუალური ხელწერა და თვითმყოფადობა.
გამოფენის ორგანიზატორები: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი.
 
 

ასევე:

  • ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
  • ხელოვნების მუზეუმში ქართველი ებრაელების ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა გაიხსნება
  • ხელოვნების მუზეუმში იხსნება გამოფენა BLACKOUT
  • გაიხსნა პროექტი "ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება"
  • თბილისსა და მირზაანში ფიროსმანობა აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge