|
20-10-2012, 23:45
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, ,,ქარვასლაში", გაიხსნა პროექტი ,,ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება", ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო გამოფენა და საუბრები ,,ფიროსმანის მაგიდასთან". საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის იდეა და ორგანიზება ეკუთვნის გერმანელ მოქანდაკე ჰანს შაიბს.
თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ეხილა ქართველი, გერმანელი, შვედი, რუსი, ებრაელი, იტალიელი და ამერიკელი ხელოვანების 100-ზე მეტი თანემედროვე ხელოვნების ნიმუში - ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ქანდაკება, ფოტო- და საიუველირო ნაწარმი.
პროექტში მონაწილეობენ მხატვრები: თორნიკე აბულაძე, დავით ალექსიძე, ვახო ბუღაძე, კლაუს დენჰარდტი, მამუკა დიდებაშვილი, რუდოლფ დრაჰაიმი, ბინე ფელდი, ფრენკ საბინი, დიტერ გოელჩე, გრაფ პეტერი, ჰანს-ჰენდრიკ გრიმლინგი, ზეპა-პია ჰაგშსტრომი, პეტერ ჰერმანი, იურგენ. კ. ჰულტენრაიხი, ისაუს ბერლინ-მეტა, გოგა ჯაფარიძე, გურამ ხეცურიანი, ფრენკ ლამბერტცი, ნიკოლაი მაკაროვი, მაკლოვლა, რუდიგერ მოეგელინი, ქეთი ნადიბაიძე, თამრი ოხიტიანი, ფრენკ როედელი, ჰანს-ოტო შმიდტი, ინგე ჰ. შმიდტი, რაინჰარდ შტანგლი, გეზინე შტორკი, გერო ტროიკე, ლუკა ცეცხლაძე, ოტო ვაგნერი, რობერტ ვებერი, ოლაფ ვეგევიცი, მარტინ ვიგშსტრომი, კატარინა ვორინგი; მოქანდაკეები: ჰარი ბარონი, ერიკა ინგერი, ნენსი ლიოვენდალი, ვალტერ მოროდერი, ჰანს შაიბი, ვოლფგანგ ვოლფარტი, ფოტოგრაფები: მარიამ ამურველაშვილი, თინათინ კიღურაძე, ფრანკ როდელი, შუქის ინსტალაციის ავტორი: პაულ გოეშელი, იუველირი: ბორის კოელბეხერი.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველო-გერმანიის საზოგადოება, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, დოიჩე ბანკი, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი, სერგეი მავრიცკის ფონდი, გამოფენა 2012 წლის 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. |
|