თეატრის მუზეუმში ნიღბების პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თეატრის მუზეუმში ნიღბების პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
18-12-2009, 00:08
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიმართება გრაფ ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის XIX საუკუნის ფოტოების მიხედვით შექმნილი ნიღბების პრეზენტაცია.
"საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სიყვარულის ლეგენდა გაცოცხლდა. 1895 წელს დაწყებული რომანტიული ისტორია გრაფ ოლდენბურგისა და ქართველი ასულის აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის გრძნობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც თბილისში სიყვარულის სასახლე აიგო.
დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა ნიღბები ისტორიული პირების უკვდავსაყოფად და მუზეუმში საახლწლო განწყობის შესაქმნელად გააცოცხლა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისტორიული ფაქტი თეატრალიზირებული სახით ნიღბების საშუალებით გადმოიცა", _აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, ორივე ხელოვნების ნიმუში პრინცისა და პრინცესას პირად ბიბლიოთეკაში მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება.
ცნობილია, რომ 1882 წელს გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგმა ქუთაისში უალამაზესი ქალი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული აუხსნა. ოლდენბურგის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. პრინცმა ქმრისაგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა.
 
 

ასევე:

  • ხელოვნების სასახლეში გამოფენა "ქართული კვალი კავკასიაში" გაიხსნა
  • თეატრის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია"
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნება გამოფენა "აკაკი ქართულ თეატრში"
  • პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები იგეგმება
  • წინანდალში გაიმართება ღონისძიება "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას"






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge