წინანდალში გაიმართება ღონისძიება "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

წინანდალში გაიმართება ღონისძიება "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" კულტურა, სპორტი
2-10-2010, 00:13
2 ოქტომბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სახელწოდებით "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას".

მიღების მიზანია, მოწვეული სტუმრები ქართული ტრადიციების და ინოვაციის ჰარმონიული თანაარსებობის გარემოში აღმოჩნდნენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრის და ფერმწერის სერგო ქობულაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას; "თანამედროვე ხელოვნების კლუბის" წარმომადგენლების: დათო ალექსიძის, სოფიო ჩერქეზიშვილის და კონსტანტინე მინდაძის მიერ შესრულებული ინსტალაციების ექსპოზიციის გახსნას; ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმში მისულ სტუმრებს უმასპინძლებს ქართული ხალხური პოლიფონიური გუნდი და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლების ჯგუფი: ფორესტი, თომა ჩალაძე და ნიკა ჯაფარიძე.

საგანგებოდ ამ დღისთვის, შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ინოვაციური ქართული სამზარეულოს ნაწარმს ე. წ. "Georgian Fusion" გააცნობს სტუმრებს. ხოლო ტრადიციული ქართული სამზარეულოს მოყვარულები კახური სამზარეულოს საუკეთესო ნაწარმის დაგემოვნებას შეძლებენ.

ღონისძიების მხარდამჭერები "სილქროუდ გრუპი" და "საქართველოს ლატარიის კომპანია" არიან. "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" ყოველკვირეულ ჟურნალ "ტაბულას" ორგანიზებით გაიმართება.
 
 

ასევე:

  • "არტისტერიუმი" დასრულდა
  • ხელოვნების სასახლეში გამოფენა "ქართული კვალი კავკასიაში" გაიხსნა
  • გაიხსნა გამოფენა რეკონსტრუქცია: კულტ. მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა
  • პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები იგეგმება
  • საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 172-ე წლისთავი აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge