|
8-11-2009, 01:50
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 172-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბებიან. სახლ-მუზეუმთან არსებულ _ ილია მართლის სახელობის ტაძარში, დილის 9 საათზე საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. წირვის დასრულების შემდეგ, 14.00 საათზე, გაიმართება ღონისძიება, რომელსაც იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ტრადიციულად ხდება ქართველი მწერლების დაჯილოება ფულადი პრემიით და სხვადასხვა ჯილდოთი, რომელთა შორის ყველაზე საპატიო "ილიას მედალია. ღონისძიება საგურამოში რამდენიმე წელია იმართება და ის უკვე ტრადიციულ სახეს იძენს. |
|