|
22-10-2012, 00:18
ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოადგენს გამოფენას, სახელწოდებით ,,რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა''. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხლავს ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლების ნამუშევრებს. ესენია: ჰუსეინ ჩალაიანი, პიტერ ჯენსენი, სოფია კოკასალაკი, მარიოს შვაბი, პოლ სმიტი, ვივიენ ვესტვუდი და ოსმან იუსეფზადე. თითოეული ამ დიზაინერის შემოქმედება ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან რელიგიური ნიშნით, ფერებით, ხელწერით, ხალხური არქიტექტურის თუ ახალი ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესების დონით.
ორგანიზატორთა ინფორმაციით,დიზაინერები ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს კავშირი საკუთარ ეთნიკურ თუ სოციალურ მემკვიდრეობასთან, და ამას ყოველივეს საკუთარ ნამუშევრებში იკვლევენ. გამოფენის მიზანია ამ დიზაინერთა კოლექციების საშუალებით აჩვენოს, რომ მიუხედავად მოდის მჭიდრო კავშირისა პიროვნულ იდენტობასთან, ის ასევე იტევს განსხვავებულ ისტორიებს და კულტურებს, რაც ვლინდება კიდეც თანამედროვე მოდაში.
,,რეკონსტრუქცია'' გვიჩვენებს, რომ მოდა არა მარტო კომერციის სფეროა, არამედ ესაა ხელოვნება - იდეების განხორციელების და მათი გაზიარების საშუალება. გამოფენის გახსნაზე გაიმართება იქნება სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტის ნამუშევრების ჩვენება, რათა როგორც ახალგაზრდებმა ისე ფართო აუდიტორიამ უკეთ გაიაზრონ ის ღრმა და მდიდარი ტრადიცია, რისი მფლობელიც ქართველი ხალხია და დაეყრდნონ ამ მემკიდრეობას საკუთარი დიზაინის შექმნისას", - აცხადებენ ორგანიზატორები.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებშიც აქტიურადაა ჩართული ჩვენი ბრიტანელი ა ქენდალ მარტინ-რობინსი. |
|