|
27-10-2009, 23:58
29-დან 31 ოქტომბრამდე საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში, ტარდება რეკლამის, პოლიგრაფიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა - "GeoPolygraphy & Advertising" - "ElcomCaucasus". გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია". გამოფენა ტარდება ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.
გამოფენაზე 30 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური კომპანია, შემდეგი მომსახურებითა და პროდუქციით: პოლიგრაფიული მასალა, დანადგარები, ტექნოლოგიები, აქსესუარები და პროდუქცია; სრული სარეკლამო მომსახურეობა, უახლესი სარეკლამო ტექნოლოგიებით, სარეკლამო აქსესუარები და ბიზნესსუვენირები. ასევე ტრადიციული და არატრადიციული (განახლებადი) ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია, ელექტროტექნიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვიდეომეთვალყურეობის და დაცვის სისტემები, საკონსულტაციო კომპანიები, მედიის წარმომადგენლები და სხვა.
ქალაქის მერიის ინიციატივით წელს პირველად გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ინოვაციური პროექტი. |
|