სტუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს სტუ
14-02-2014, 18:53
სტუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს გამოფენების ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღონისძიებაზე მდიდარი მასალითაა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნას დაესწრნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. ისინი აბიტურიენტებსა და გამოფენის სხვა დამთვალიერებლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათივე ფაკულტეტის შესახებ საინტერესო მასალას წარუდგენენ.

ღონისძიება ორდღიანია. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იხილოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი ერთად, გაესაუბროს მათ წარმომადგენლებს და მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ მომავალ სტუდენტებს, გააცნონ მათი პროდუქტები და სწავლის პირობები.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ სამაგისტრო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს და დაფინანსების შესაძლებლობებს.

გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ნახოს ერთად თავმოყრილი ქართული და უცხოური უმაღლესი სასწავლებლები, შეადაროს სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა და პირობები, მიიღოს საინფორმაციო მასალა და კონსულტაციები, დაესწროს ღია კარის დღეებს, სასწავლებლების წარმომადგენლები დეტალურად განმარტებას მისცემენ საინტერესო საკითხებზე.
სტუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
 
 

ასევე:

  • 14 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენა იხსნება
  • სტუ „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015“-ში მონაწილეობს
  • სტუ განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
  • განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
  • სტუ "განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012”-ში მონაწილეობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge