|
25-02-2015, 14:39
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. 27-28 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელსაც საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია“ მეხუთედ უმასპინძლებს. დაინტერესებულ პირებს ორი დღის განმავლობაში, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, საშუალება მიეცემათ, გაიგონ ყველაფერი განათლების შესახებ.
გამოფენის დამთვალიერებლები პირადად შეხვდებიან 100-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღებენ პასუხებს ყველა საინტერესოკითხვაზე, ამომწურავ ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, შეიტყობენ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ, შეხვდებიან ორგანიზაციებს, რომლებიც გვთავაზობენ გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და სწორად დაგეგმავენ მომავალს.
„უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-5 საერთაშორისო გამოფენა არის ადგილი, სადაც აბიტურიენტებს, სტუდენტებს და სწავლის საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სფეროს შესახებ. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი უნივერსიტეტი და წარმოდგენილია 13 ქვეყანა, ეს ღონისძიება ქართული და მრავალი უცხოური სასწავლებლის საერთო ღია კარის დღეს წარმოადგენს“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან უნივერსიტეტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჰოლანდია, თურქეთი.
მისამართი: წერეთლის #118 საგამოფენის ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი. |
|