განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა სიახლე
15-02-2013, 18:20
განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა გამოფენების ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას” მე-11 პავილიონში განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა მასში სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც მონაწილეობს. უნივერსიტეტის რვავე ფაკულტეტი, ასევე, სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი გამოფენაზე თავიანთი მიღწევებით არიან წარმოდგენილი.

ორდღიან გამოფენაზე წარმოდგენილი არიან უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი, მალაიზია, რუსეთი, უნგრეთი. საგამოფენო სტენდებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენაზე წარმოდგენილია სახელმწიფო და კერძო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა მიზანი საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა და განვითარებაა.

განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა ორი დღის განმავლობაში გაიმართება უნივერსიტეტების პრეზენტაციები და ღია კარის დღეები. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, სასურველი ინფორმაცია უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიიღოს და პროგრამებსა და სწავლის პირობებს გაეცნოს.

გამოფენის დანიშნულებაა, თავი მოუყაროს ყველა იმ ორგანიზაციასა და სასწავლებელს, რომლის შეთავაზებაც საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ორი დღის განმავლობაში, 12-იდან 19 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დათვალიერება. გამოფენის ფარგლებში, გაიმართება წამახალისებელი და გასართობი ღონისძიებები, გათამაშდება პრიზები და საჩუქრები, ჩატარდება უნივერსიტეტების გასართობი აქციები.
 
 

ასევე:

  • სტუ განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
  • სტუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
  • სტუ „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015“-ში მონაწილეობს
  • 14 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენა იხსნება
  • თბილისი „განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენას“ უმასპინძლებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge