|
13-02-2014, 14:35
14-15 თებერვალს გამოფენების ცენტრი ექსპო-ჯორჯია აწყობს განათლების საერთაშორისო გამოფენას – უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენის დღეებში საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, იხილოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი ერთად, გაესაუბროს მათ წარმომადგენლებს და მიიღოს სასურველი ინფორმაცია. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს ექნებათ შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბრონ მომავალ სტუდენტებს, გააცნონ მათი პროდუქტები და სწავლის პირობები.
გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ სამაგისტრო პროგრამებს, გაცვლით პროგრამებს და დაფინანსების შესაძლებლობებს.
გამოფენა დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს: - ნახოს ერთად თავმოყრილი ქართული და უცხოური უმაღლესი სასწავლებლები, - შეადაროს სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა და პირობები, - მიიღოს საინფორმაციო მასალა და კონსულტაციები, - დაესწროს ღია კარის დღეებს, - სასწავლებლების წარმომადგენლები დეტალურად განმარტებას მისცემენ საინტერესო საკითხებზე.
გამოფენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გამოფენის Facebook გვერდს. (იხ.: წინა წლის გამოფენის ვიდეო: International Education Fair Event International Education Fair 2013 Video ) |
|