|
22-09-2012, 01:44
დღეს, 22 სექტემბერს, ანსამბლი "ჩვენებურები" ლევილში (საფრანგეთი) ქართული სათვისტომოს 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
"ჩვენებურები" შეასრულებს თავის რეპერტუარს და "შეფიცულთა" სიმღერას, რომელიც დაიწერა მეტეხის ციხეში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილმისჯილი ქართველი მეომრების მიერ 1924 წლის აჯანყების მოვლენებთან დაკავშირებით. სიმღერა "ჩვენებურების" წევრებს შეასწავლა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა ოთარ პატარიძემ, რომელიც 1962 წლიდან საფრანგეთში ხელმძღვანელობდა ემიგრანტი ქართველებისგან შემდგარ ფოლკლორულ ანსამბლს "მერანი".
ღონისძიების ფარგლებში "ჩვენებურები" გეგმავს ანსამბლ "მერანის" წევრებთან ერთად შეასრულოს რამდენიმე სიმღერა მათი რეპერტუარიდან. |
|