შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში მოეწყობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში მოეწყობა კულტურა, სპორტი
15-10-2011, 00:29
შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში 15 ოქტომბერს მოეწყობა. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც ფესტივალის არსებობის განმავლობაში საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ ქართული ფოლკლორის ტრადიციებს.

ფესტივალის ფარგლებში ხალხური რეწვის გამოფენებიც მოეწყობა, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

კონცერტში მონაწილეობენ ლენტეხის რაიონის, ჩოლურის თემის ფოლკლორული ანსამბლი "მიჟე ნარი", ონის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "რაჭა", ახმეტის რაიონის, პანკისის ხეობის ფოლკლორული ანსამბლი "პანკისი", ხარაგაულის რაიონის, სოფ. კიცხის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი "ოდილა", ზუგდიდის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია", ოზურგეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "იადონი", ხელვაჩაურის რაიონის, მაჭახელის ხეობის უხუცესთა გუნდი "მაჭახელა", ქედის რაიონის ფოლკლორული გუნდი "ელესა" და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ფესვები", ბათუმელი ახალგაზრდა პოეტები, ხელვაჩაურის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი", ხელვაჩაურის რაიონის ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოლხეთი", ხელვაჩაურის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ნიგალი" და ანსამბლი "ჩვენებურები".

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება ჩატარდება აჭარის ა/რ მთავრობის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელშეწყობით.
 
 

ასევე:

  • ფესტივალი "არტ-გენი 2010" ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს
  • ანსამბლი “ფერხისა” სტუ-ში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის საღამოს გამართავს
  • არტ-გენი 2012 დღეს დასრულდება
  • სტუ-ში შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო კონცერტი ჩატარდება
  • სტუ-ის ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge