|
25-06-2014, 19:49
ხვალ, 26 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ფერხისა” ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის საღამოს გამართავს. ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში გაიმართება (კოსტავას 77-ა).
ღონისძიების ორგანიზტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია. საკვირაო სკოლა “მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია” (V-VIII კლასის მოსწავლეთათვის) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს. საკვირაო სკოლაში ტარდება მეცადინეობები დაპროგრამების ენებში, სახალისო მათემატიკაში, საუბრები ჯერ კიდევ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემებზე.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ფერხისა“ შეიქმნა 2008 წელს, ნათია დათუაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლებია. შესწავლის ძირითადი წყარო საარქივო ჩანაწერები და საპატრიარქოსთან არსებული გალობის ცენტრის მიერ გამოცემული სამგალობლო კრებულებია. დაარსების დღიდან ანსამბლი “ფერხისა“ სხვადასხვა კონცერტისა თუ ღონისძიების, საქველმოქმედო საღამოების აქტიური მონაწილეა და თავადაც მართავს ამგვარი ტიპის საღამოებს. ანსამბლ “ფერხისას” რეპერტუარი ყოველწლიურად ფართოვდება. სიმღერა-გალობასთან ერთად ბავშვები ეუფლებიან ქართულ ხალხურ საკრავებსაც. |
|