|
20-07-2010, 03:06
20 ივლისიდან ფესტივალი "არტ-გენი 2010" გადაინაცვლებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის წარმოდგენები და ტრადიციული ქართული თამაშობანი, ხალხური ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან და თანამედროვე ქართული ჯგუფების კონცერტები.
20 ივლისს, 12:00-20:00 საათებში, გაიმართება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-18:00 წლებში იგეგმება მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი. 18:00-21:00 _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: მცხეთა-მთიანეთი: ახალგორის ანსამბლი "ლომისი"; ყაზბეგის ანსამბლი "დიდებაი", "ჯვარული"; დუშეთის ანსამბლი "არაგველები"; გელა დაიაური; გოგოჭურების ანსამბლი; იმერეთი: ქუთაისის ანსამბლი "ადილა"; ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ძმები", ხონის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "იმერი"; საჩხერის რაიონი: ქალთა ანსამბლი "ციცინათელა", ვაჟთა ანსამბლი "სულიკო", სოფელ კორბოულის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლაშქრული", ტყიბულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ცხრაჯვარი", წყალტუბოს უხუცესთა ანსამბლი "ნადური"; სამეგრელო: ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჩელა". სენაკის ანსამბლი "გოგალაი". ბავშვთა ფოლკოლორული ანსამბლი "ცაშკიბული"; უხუცესთა ანსამბლი "ჩხოროწყუ"; ვანის რაიონი; 21:00-23:00 საღამოს კონცერტი; რობი კუხიანიძე და "აუთსაიდერი", საღამოს დაასრულებს "MarkscheiderKunst" -ი (ჯგუფი სანქტ პეტერბურგიდან).
21 ივლისს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, გაიმართება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე მცირე სცენაზე იგეგმება კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: რაჭა: ონის რაიონის ანსამბლი "რაჭა"; სოფელ გლოლის ანსამბლი "ბუბა"; ამბროლაურის რაიონის ანსამბლი "კაკოსანები" , "საგალობელი"; აჭარა: ქობულეთის კულტ. ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ქობულეთი"; სახალხო მთქმელი აარონ დიასამიძე; ქედის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" ; ხულოს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი; სახალხო მთქმელი ამირან გეგიძე; სახალხო მთქმელი რევაზ ფევაძე; ჩონგურზე შემსრულებელი ბესიკ ტარიელიძე; ხელვაჩაურის რაიონის ანსამლი "ათძალი"; 21:00-იდან 23:00 საათამდე კი გაიმართება კონცერტი ნათელა ხომერიკისა და "33ა"-ს მონაწილეობით.
22 ივლისს, 12:00-იდან 20:00 საათამდე, ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები გაიმართება; 15:00-იდან 18:00 საათამდე მცირე სცენაზე ჩატარდება კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 სათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ლეჩხუმი: მოხუცების ანსამბლი "ლეჩხუმი"; ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლეჩხუმი"; ფოლკლორული ანსამბლი "სალაღობო; თუშეთი: ანსამბლი "კესელო"; პანკისის ხეობა: ანსამბლი "პანკისი"; საინგილო: ანსამბლი "ლაზარე"; სამცხე-ჯავახეთი: სახალხო მთქმელი შალვა კეღოშვილი; მესხეთის უნივერსიტეტის გუნდი; ახალქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჯავახქ"; ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბორჯომი"; ხუციშვილების ოჯახური ანსამბლი; ფოთი: ფოლკლორული ანსამბლი "ფაზისი".
21:00-23:00 საათებში საღამოს კონცერტში მონაწილეობენ თსუ-ის ანსამბლი "გორდელა" და ნინო ქათამაძე.
23 ივლისს, 12:00-20:00 საათებში, დაგეგმილია ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე იგეგმება კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ქვემო სვანეთი: ჯოკია მეშველიანის სახელობის ანსამბლი "ლილე"; ანსამბლი "ლაგუშედა"; კახეთი: ანსამბლი "წინანდალი"; დედოფლისწყაროს ფოლკლორული ანსამბლი "ხორნაბუჯი"; ზემო ქედის ფოლკლორული თეატრი "ბარის ფშავლები"; სიღნაღის ანსამბლი "მრავალჟამიერი"; წნორის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი "ამერ-იმერი"; კაკაბეთის ფოლკლორული ანსამბლი "კაკაბელები"; გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლი "გურჯაანი"; ქვემო ქართლი: გარდაბნის ანსამბლი "ბეთანია".
21:00-23:00 საათებში საღამოს კონცერტში მონაწილეობენ "ხიდი" და "ფრანი".
24 ივლისს, 12:00-20:00 საათებში, დაგეგმილია ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან: ზემო სვანეთი: მესტიის ანსამბლი "რიჰო", სოფელ ლატალის ანსამლი "ლატალი"; გურია: ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია"; ვაკიჯვარი: გუჯაბიძეების ოჯახი; ფოლკლორული ანსამბლი "ელესა"; ანსამბლი "იადონი"; ლანჩხუთის ანსამბლი "ხელხვავი"; ჩოხატაურის ქალთა ანსამბლი "მანდილი"; რუსიძეების ოჯახი ჯუმათიდან; ლამარა დოლოძე; ქართლი: ანსამბლი "ქარელი"; გორის ანსამბლი "ლომჭაბუკი"; კასპის ანსამბლი "მზეკაბანი"; ინდივიდუალური შემსრულებელი ნიკოლოზ ფარეხელაშვილი; ქვემო ჭალის კულტურის სახლი; სტუმრები ჩრდილოეთ კავკასიიდან.
21:00-23:00 საათებში ჩატარდება საღამოს კონცერტი "სუხიშვილების" მონაწილეობით.
25 ივლისს, ბოლო დღეს, 12:00-20:00 საათებში, იგეგმება ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები; 15:00-იდან 18:00 საათამდე _ მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი; 18:00-21:00 საათებში _ ამფითეატრი, უხუცესი შემსრულებლები საქართველოს ყველა კუთხიდან: მესტია: ისლამ ფილფანი და ანსამბლი "რიჰო", ლენტეხი, ჩოლურის თემი: ჯუმბერ მუკბანიანი და ანსამბლი "მიჟე ნარი"; ხარაგაული, სოფელი კიცხი: ანსამბლი "ოდილა"; თელავი, სოფელი ართანა: ანდრო სიმაშვილი და მოწაფეები; გურია: კარლო ურუშაძე და მისი ოჯახი; ხელვაჩაური: უხუცესთა გუნდი "მაჭახელა"; კასპი: ქორო კაციაშვილი.
21:00-23:00 საათებში გამართულ საღამოს კონცერტში მონაწილეობენ "ზუმბა" და "ჩვენებურები" ახალი პროექტით _ "ასტროჯორჯია". |
|