SONY საქართველოში საზოგადოებრივ კოლეჯს გახსნის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

SONY საქართველოში საზოგადოებრივ კოლეჯს გახსნის სიახლე
10-11-2011, 12:20
საქართველოში საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემიის” დაფუძნებასა და აღჭურვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ZAO Sony Electronics-ის დირექტორმა იოკიჰირო ნაგაჰამამ ხელი შესაბამის მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი საქართველოში ZAO Sony Electronics-ის დილერის Indent LLC-ის ბაზაზე დაარსდება, მას საჭირო ინფრასტრუქტურით კომპანია ZAO Sony Electronics-ი უზრუნველყოს. Sony-ის მიერ ანალოგიური სასწავლებლები უკვე ფუნქციონირებს ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. ევროპის კონტინენტზე საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც კომპანია ამ მიმართულებით განახორციელებს თანამშრომლობას.

საერთაშორისო მნიშვნელობის კოლეჯი 5-საფეხურიანი იქნება და ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოამზადებს კადრებს. ამ მიმართულებით კოლეჯში I, II და III საფეხურზე შემდეგ სახელობო პროგრამებზე განხორციელდება სწავლება: ოპერატორის ასისტენტი, მემონტაჟე, ხმის ოპერატორი, რეჟისორის ასისტენტი, გამნათებელი, მხატვრული ფოტოგრაფია, ვიზაჟისტი.

IV, V საფეხურზე შემდეგი უმაღლესი პროფესიული პროგრამები ხორციელდება: ოპერატორი, მონტაჟის რეჯისორი, ვიდეოინჟინერი, აუდიოინჟინერი, ტელეპროდიუსერი.

კოლეჯი მხოლოდ ქართულ ბაზარზე ორიენტირებული არ იქნება, ,,ვიზუალური ხელოვნების აკადემია” მიიღებს მსურველებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ირანიდან და თურქეთიდან. ქართველ პედაგოგებს პირველ ეტაპზე იაპონელი პროფესიონალები გადაამზადებენ, განხორციელდება პედაგოგთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, უმაღლესი განათლება მსოფლიოს ვიზუალური ხელოვნების ცნობილ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გააგრძელონ.
 
 

ასევე:

  • პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი გამოქვეყნდა
  • დიმიტრი შაშკინი ოქსფორდის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯის პრეზიდენტს შეხვდა
  • საქართველო და სომხეთი განათლების სფეროში ითანამშრომლებენ
  • საქართველოში სარკინიგზო-ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება
  • პროფესიულ განათლებაში დაგეგმილი სიახლეები






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge