|
20-04-2010, 00:46
დღეს, 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში რეგიონალური ფესტივალი "ხარისხი და პროფესია - თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" გამოფენით გაიხსნება.
როგორც ფესტივალის ორგანიოზატორები აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. პაოლო დელ ბიანკოს აკადემიის რექტორი გია ბუღაძე საპატიო პროფესორის წოდებას მინიჭებას.
ფესტივალის ფარგლებში 20-23 აპრილს გაიმართებაკონფერენცია "ცხოვრება ტურიზმის გზით - ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი".
ფესტივალი შემდეგ დარგებში ჩატარდება: არქიტექტურა - ინტერიერი, სამოქალაქო არქიტექტურა, ურბანული გეგმარება; სახვითი ხელოვნება - ფერწერა, გრაფიკა, პლასტიკა; მედიახელოვნება - ვიდეოარტი და ანიმაცია, ფოტოგრაფია, ვიზუალური და ციფრული ხელოვნება; კულტურული მემკვიდრეობა - კონსერვაცია, რესტავრაცია; ხელოვნების ისტორია და თეორია; დიზაინი, მოდა, კულტურული ტურიზმი.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
23 აპრილს რეგიონალური ფესტივალის "ხარისხი და პროფესია - თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემით დაიხურება. |
|