|
22-06-2010, 15:00
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფლორენციის რომულადო დელ ბიანკოს ფონდსა და სტუ-ს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი. სტუ-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა, ხოლო ფონდის მხრიდან ფონდის პრეზიდენტმა პაოლო დელ ბიანკომ. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური მდივანი სიმონე ჯიომეტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები. მემორანდუმის ხელმოწერამდე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ვიდეოკლიპების პრეზენტაზია გაიმართა.
რომუალდო დელ ბიაკოს ფონდი არაკომერციული ინსტიტუტია, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის 50-მდე ქვეყნის 300-მდე უნივერსიტეტის ქსელს მოიცავს. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პროფესორთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ინტეგრაცას, ქვეყნებსა და კულტურებს შორის ცოდნის გაზიარებას, კონკურენციის გარეშე და კულტურული იდენტურობის დაცვით. ფონდის პარტნიორები არიან UNESCO, ICCROM, ICOMOS-ის “შენახვის თეორიისა და ფილოსოფიისა და მემკვიდრეობის რესტავრაციის” კომიტეტი. DA
ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს ინტერკულტურული დიალოგის წარმართვას კულტურათა მრავალფეროვნების გამოხატვით; ტრადიციული ცოდნით; კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის გაცნობიერებით.
რომუალდო დელ ბიაკოს ფონდის პროექტებია: “ხარისხი და პროფესია” - ვირტუალური ექსპო (“Degree and profession”); კონფერენცია “ინტერკულტურული დიალოგი - ცხოვრება ტურიზმის გზით” (“Life beyond tourism”); ფონდის ინიციატივა - ახალგაზრდა დელეგატები და მათი კლუბი.
ფონდის ლოზუნგია “აღმოვაჩინოთ წარსული ერთად, ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი”. თანამედროვე სამყაროში ადამიანური ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვის რისკი არსებობს. განსხვავებით “ტრადიციული ტურიზმისგან”, როცა ტურისტი ჩადის არა ქალაქის ინტელექტუალურ ნაწილთან კონტაქტის დამყარების, არამედ დათვალიერება-შემეცნების მიზნით, ფონდი ცდილობს, კულტურის წარმომადგენლები არა მარტო ინტელექტუალური ღონისძიებების ჩასატარებლად და ფლორენციის სანახავად მოიზიდოს, არამედ თვით ფონდში გაწევრიანებული ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დაამყაროს კულტურული ურთიერთთანამშრომლობა. სწორედ ამ მიმართულებით ფონდმა შეიმუშავა პროექტი “ინტერკულტურული დიალოგი - ცხოვრება ტურიზმის გზით” (“Intercultural dialogue - Life beyond tourism”)D www.lifebeyondtourism.com, http://lifebeyondtourism.wordpress.com
“DEGREE & PROFESSION” არის ვირტუალური ექსპო და საერთაშორისო ფესტივალი - ინტერდისციპლინარული, ინტერკულტურული და საერთაშორისო პროექტი, განკუთვნილი ახალგაზრდობისთვის. www.florence-expo.com
პროექტის მიზანია, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს მიეცეთ შანსი პირველად, თავიანთი სადიპლომო ნამუშევრების წარდგენის გზით, ფეხი შედგან პროფესიონალურ სამყაროში, თვითონვე შეიქმნან სამომავლო პერსპექტივები და ეს მოხდეს მათთვის მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მხრიდან პროფესიონალური და ადამიანური გამოცდილების გაზიარების გზით, ასევე სხვადასხვა კომპანიასთან შეხვედრის, ვორქშოფებსა და ლექციებში მონაწილეობის მიღების, იდეების ურთიერთგაზიარების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში იქმნება ვირტუალური გამოფენა და პერმანენტული ონლაინმონაცემთა ბაზა: სადიპლომო ნამუშევრების, ინდივიდულაური პროექტების ჩატვირთვით ფონდის ვებგვერდზე www.florence-expo.com იქმნება პროექტების არქივი, რომელიც ღიაა საერთაშორისო პროფესიონალთა აუდიტორიისთვის ჩატვირთული პოექტის პრეზენტაცია წარმდგენს აძლევს შანსს, პირისპირ შეხვდეს და გაესაუროს მოცემული დარგის პროფესიონალებს.
გარდა ამისა, ტარდება საერთაშორისო ფესტივალები: ფლორენციაში ყოველწლიურად ტარდება ფლორენციის მსოფლიო ფესტივალი - კრეატიულობა და ინოვაცია; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში ტარდება საერთაშორისო რეგიონალური ფესტივალი. რეგიონალური ფესტივალი წარმოადგენს ფლორენციის ყოველწლიური მსოფლიო ფესტივალის შტოს და, ამდენად, მისი ორგანიზება ფონდთან თანამშრომლობის გზით ხდება. ფონდის დახმარებით, რეგიონალურ ფესტივალზე, მასპინძელ უნივერსიტეტში თავს იყრის ფონდის 5 კონტინენტის საერთაშორისო ქსელის ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენლობა (რომელთანაც ფონდს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი). დარგები: მედიახელოვნება, არქიტექტურა და ურბანული გეგმარება, გარემო, კონსერვაცია და რესტავრაცია, ხელოვნების ისტორია და თეორია, მოდა, სახვითი ხელოვნება, დიზაინი და ურთიერთდაკავშირებული სხვა დარგები.
ფესტივალის სტრუქტურა: • სადიპლომო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც წინასწარაა ატვირთული ვირტუალურ ექსპოში, ფონდის ვებგვერდზე www.florence-expo.com • კონკურსი პრიზზე “Smart Presentation” (“სხარტი პრეზენტაცია”), სადაც სტუდენტი თვითონვე წარადგენს თავის სადიპლომო ნამუშევარს საერთაშორისო აუდიტორიისა და პროფესიონალთა ბორდის წინაშე, • გამოცდილების გაცვლა და კონფერენციები, სადაც პროფესიონალები სტუდენტებს უზიარებენ თავიანთ პროფესიონალურ გამოცდილებას, ღირებულებებს, განვლილ გზას და მიზნებს, • საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოფი - 1 კვირის განმავლობაში ფლორენციაში, სადაც მონაწილეობენ 5 საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, წარადგენენ მომზადებულ პროექტს, ფონდის ვებგვერდზე წინასწარ გამოცხადებული თემის მიხედვით (I ეტაპი). ფლორენციაში ჯგუფები დგება სხვადასხვა ქვეყნის უნივერისტეტების წარმომადგენელი სტუდენტების დაჯგუფებით 5 ინტერნაციონალურ ჯგუფში, რომელთაგან თითოეული, 1 კვირის თავზე წარადგენს ერთობლივ პროექტს (II ეტაპი), ხოლო თავიანთ უნივერსიტეტებში დაბრუნების შემდეგ, ფონდის ვებგვერდზე იდება მოცემული პროექტის III ეტაპი ანუ ადრე მომზადებული თემის ახალი ვერსია ფლორენციული გავლენის შედეგად, • სხვა ახალგაზრდა კურსდამთავრებულებთან და სტუდენტებთან შეხვედრები, იდეების ურთიერთგაცვლა და საერთაშორისო ქსელის აგება, • რეგიონალური ფესტივალის შემთხვევაში იტალიელი პროფესიონალების გამოცდილების გაცნობა პროექტის “For Intercultural Dialogue – Life beyond Tourism” (”ინტერკულტურული დიალოგისთვის –ცხოვრება ტურიზმის გზით”) წარდგენის გზით. ფონდის ინიციატივა - ახალგაზრდა დელეგატები და მათი კლუბი: სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, რომლებიც იქნებიან თავიანთი ქვეყნების ე. წ. ელჩები ფლორენციაში 1 თვის განმავლობაში (კლუბი შეკრებს 80 დელეგატს ყოველი 1 წლის განმავლობაში), იმუშავებენ პროექტის ”ინტერკულტურული დიალოგი – ცხოვრება ტურიზმის გზით” პრომოუშენზე (იხ. ბლოგი: http://lifebeyondtourism.wordpress.com) როგორც ფლორენციაში, ისე თავიანთ ქვეყნებში, ასევე, რეგიონალური ფესტივალების “ხარისხი და პროფესია” დაფუძნებასა და განვითარებაზე თავიანთ ქვეყნებში.
|
|