საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალ პროექტს წარმოადგენს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალ პროექტს წარმოადგენს კულტურა, სპორტი
25-01-2011, 12:15
დღეს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის 16) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება (ლექციების კურსი), ქართული მწერლობა საბჭოთა სისტემაში: რეალობის განზომილება.

მომხსენებლები იქნებიან ფილოლოგი ნინო ბექიშვილი (ჟურნალი "ლიბერალი"), პოეტი გიორგი კეკელიძე (ლიბ.გე). მოდერაცია ეკუთვნის ლაშა ბაქრაძეს (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია).

როგორც ნინო ბექიშვილმა განაცხადა, მისი მოხსენება შეეხება დიდ ტერორს საბჭოთა კავშირში (36-37 წლების რეპრესიებს) და ქართულ მწერლობას.

"განვიხილავ იმ წლებში გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" დაბეჭდილ მასალას, მოკლედ ვისაუბრებ იმაზედაც, თუ რა კვალი დატოვა რეპრესიებმა ზოგადად, ქართულ მწერლობაზე", _ განაცხადა მან.
 
 

ასევე:

  • "საბჭოთა საქართველო" მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში მონაწილეობს
  • 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 54 წელი გავიდა
  • ცნობილი ფეხბურთელი რამაზ შენგელია გარდაიცვალა
  • დიმიტრი შაშკინმა სტუ-ში არსებული შახტა-ლაბორატორია დაათვალიერა
  • საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge