9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 54 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 54 წელი გავიდა ---
9-03-2010, 02:13
1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 54 წელი გავიდა.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. საქართველოში მისი "საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.

ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მსვლელობა მოაწყვეს. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლების შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ.

საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ. შეტაკება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და საბჭოთა კავშიროს საჯარისო ნაწილებს შორის 9 მარტს ღამით მოხდა.

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპუთა რაოდენობა 100-იდან 1000-მდე მერყეობს.
 
 

ასევე:

  • საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა
  • საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა
  • საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
  • საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
  • საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge