|
21-06-2012, 22:37
დღეს გამთენიისას, 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია.
რამაზ შენგელიამ ფეხბურთის თამაში ქუთაისის „ტორპედოში" დაიწყო, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას თბილისის „დინამოში" ასპარეზობისას მიაღწია. გუნდთან ერთად 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1979 წელს საკავშირო თასს დაეუფლა, ხოლო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. იგი ხუთჯერ დაასახელეს სსრკ-ს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბში ქართველ ფეხბურთელთაგან, ყველაზე მეტი, 120 გოლი აქვს გატანილი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამართულ 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად; 1981 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად |
|