|
17-01-2011, 01:10
ქართველ მოჭადრაკეს, მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონს, მაია ჩიბურდანიძეს, 50 წელი შეუსრულდა. ჩიბურდანიძე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა.
მაია ჩიბურდანიძე არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991). მსოფლიო ჩემპიონი 17 წლის ასაკში გახდა და ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. მაია ჩიბურდანიძე არის საერთშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და ვაჟთა (1984) შორის. სსრ კავშირის ჩემპიონი (1977) და ვიცე-ჩემპიონი (1979). საჭადრაკო ოსკარის ოთხგზის (1984,1985,1986,1987) მფლობელი.
ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ქალთა საკავშირო ჩემპიონატი მოიგო.
ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1-ლი იანვრისთვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს.
მსოფლიო პირველობისთვის ბრძოლაში 1976 წლიდან ჩაერთო:
1975 - ზონალური ტურნირი (სსრ კავშირის XXXV ჩემპიონატი) - VII-XI (საკანდიდატო სიით მაია დაუშვეს საზონათშორისო ტურნირში); 1976 - საზონათშორისო ტურნირი - II-III; 1977 - პრედენდენტთა მეოთხედფინალური მატჩი : მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 5,5-4,5 (+3=5-2); 1977 - პრედენდენტთა ნახევარფინალური მატჩი:მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია 6,5-5,5 (+4=5-3); 1978 - პრედენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე- ალა კუშნირი 7,5-6,5 (+5=5-4); 1978 - მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : მაია ჩიბურდანიძე - ნონა გაფრინდაშვილი 8,5-6,5 (+4=9-2); 1981 - მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 8-8 (+4=8-4); 1984 - მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ირინა ლევიტინა 8,5-5,5 (+5=7-2); 1986 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ელენე ახმილოვსკაია 8.5-5.5 (+4=9-1); 1988 - მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია - ჩიბურდანიძე - ნანა იოსელინი 8,5-7,5 (+3=11-2); 1991 - მატჩი მსოფლიოს პირველობაზე : მაია ჩიბურდანიძე - სიე ძუნი 6,5-8,5 (+2=9-4); 1992 - პრეტენდენტთა ტურნირი - II-III (მესამე ადგილი უარესი კოეფიციენტების გამო); 1994 - პრეტენდენტთა ტურნირი - I-II; 1995 - პრეტენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ჟუჟა პოლგარი 1,5-5,5 (+0=3-4).
მომდევნო წლებში მსოფლიო ჩემპიონატები იმართებოდა ე. წ. ნოკაუტსისტემით. მაია ჩიბურდანიძე, რომელიც ამ დროისთვის პრაქტიკულად აღარ თამაშობდა, რამდენიმეჯერ მივიდა ნახევარფინალამდე, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.
მაია 15-ჯერ მონაწილეობდა (ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი) ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. აქედან 7-ჯერ იცავდა სსრ კავშირის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - საქართველოს (1992-2004,2008) ნაკრების ღირსებას. ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ერთხელ გუნდთნ ერთად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ინდივიდუალურად ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და 4-ჯერ მოიგო მცირე ოქროს მედალი პირველ დაფაზე გამარჯვებისთვის. სულ ოლიმპიადებზე 167 პარტიიდან 125,5 ქულას მოუყარა თავი (+89=73-5). მაია ჩიბურდანიძე ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005). წარმატებით თამაშობდა სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც:
1974 - ბრაშოვი - I; 1975 - თბილისი - I-II; 1978 - ბუდაპეშტი - I; 1979 - ბელგრადი - II; 1979 - ბად-კისინგენი - I; 1983 - ბელგრადი - II-III; 1983 - სმედერევსკა-პალანკა -I; 1984 - თბილისი - III, 1986 - იაიცე - III; 1992 - ბელგრადი - I.
არანაკლები წარმატებით გამოდიოდა ვაჟთა ტურნირებში:
1980 - საქართველოს ჩემპიოანტი - II; 1980 - საკავშირო შესარჩევი ტურნირი - II (მოიპოვა უფლება ეთამაშა ვაჟთა საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში); 1979 - ბარსელონა - I; 1983 - დორტმუნდი - IV; 1984 - ათენი - II-IV; 1984 - ნიუ დელი -I; 1985 - ბანია-ლუკა - I; 1986/1987 - ჰასტინგსი - V –VI; 1986 - მატჩი პ.პოპოვიჩთან 4-4 (+1=6-1); 1987 - ბილბაო - I; 1987 - ბრიუსელი მატჩი ქალბატონები სენიორების წინააღმდეგ - II (4,5 ქულა 8-დან); 1991 - თბილისი - III; 1992 - ბელგრადი - I; 1993 - ვენა - I; 1995 - ლიპსტადი - I. |
|