ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონია. ბრაზილიაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ასაკობრივ მსოფლიო პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მერი არაბიძემ მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა 18 წლამდე გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
არაბიძემ ბრაზილიაში ჩატარებული 9 შეხვედრიდან 8 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ არაბიძისთვის ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული უკვე მესამე ტიტულია. მანამდე მან ოქროს მედლის მოგება 10 -12 წლამდე გოგონათა პირველობაში შეძლო.
ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი სამშობლოში 29 ნოემბერს, გამთენიისას დაბრუნდება. ghn