ნინო სალუქვაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მიუნხენში მსოფლიო თასის გათამაშებაზე მიღწეული წარმატება სალუქვაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა.
41 წლის ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო თასის სუპერფინალში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. ანალოგიური ტურნირი სალუქვაძემ გასულ წელს ჩინეთში მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა სპორტული პისტოლეტიდან 25 მეტრზე სროლაში მე-4 შედეგი აჩვენა. ფინალურ რაუნდში კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და საერთო ჯამში ნაჩვენები შედეგით ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ghn