სტუ-ის წარმომადგენლები ტალინში იასპარეზებენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის წარმომადგენლები ტალინში იასპარეზებენ სტუ
1-06-2012, 16:21
4 ივნისს ესტონეთში, ქალაქ ტალინში, გაიმართება მსოფლიო თასის გათამაშება ბრძოლაში წესების გარეშე, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბიც მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის საპატიო პრეზიდენტი რევაზ ქელდიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს სახელით სპორტსმენები - ლევან შაიშმელაშვილი და ლევან ბექაური - იასპარეზებენ.

ლევან შაიშმელაშვილი არის გამოცდილი სპორტსმენი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო. ლევან ბექაური ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს მასშტაბით უკვე უამრავი მნიშვნელოვაი წარმატება. ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე, ეს მისი პირველი გამოსვლაა და კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

მსოფლიო თასის გათამაშება 4 ივნისს დაიწყება და 10 ივნისს დასრულდება.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის სპორტსმენებმა ესტონეთიდან მედლები ჩამოიტანეს
  • სტუ-ის სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირში წარმატებას მიაღწიეს
  • ორთაბრძოლების კლუბის წარმომადგენელმა საერთაშორისო ტურნირის მედალი აიღო
  • ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენებმა აზერბაიჯანში გამართულ შეჯიბრებაში წარმატებას მიაღწიეს
  • ტექნიკური უნივერსიტეტის საბრძოლო კლუბის წევრებმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge