საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენებმა ესტონეთიდან ბრინჯაოს მედლები ჩამოიტანეს. ქალაქ ტალინში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ბრძოლაში წესების გარეშე (MMA) ვერსიით. მასში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. აღნიშნულიშეჯიბრება ყოველწლიურია და სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
ჩემპიონატზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენები და კლუბის პრეზიდენტი რეზო ქელდიშვილი.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ორმა ქართველმა სპორტსმენმა - ლევან შაიშმელაშვილმა (78 კგ) და ლევან ბექაურმა (86 კგ).
როგორც ქელდიშვილმა განაცხადა, ქართველი სპორტსმენები უცხოელ პრომოუტრებს ძალიან მოეწონათ და სხვადასხვა პროფესიონალურ შეჯიბრებებზე მიიწვიეს. სტუ-ის სტუდენტები საქართველოს სახელით იასპარეზებენ.