უკრაინაში, ქალაქ ოდესაში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი “შავი ზღვის თასი" შერეულ ორთაბრძოლებში. ტურნირი 24 ივნისიდან 2 ივლისამდე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენელი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენი შოთა ლაგვილავა, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ლაგვილავამ შესანიშნავად გაიარა წინა ეტაპი და გავიდა ფინალურ ასპარეზობაში, სადაც გაიმართა ძალზე საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან. ქართველმა სპორტსმენმა დათმო შეხვედრა მინიმალური ქულით და ვერცლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება სხვადასხვა საერთაშორი ტურნირი, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბი საქართველოს და ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსებას დაიცავს.
კლუბი უკვე თითქმის ორი წელია ფუნქციონირებს. მას ხელმძღვანელობს მსოფლიო ჩემპიონი და მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (კიკბოქსინგში) რევაზ ქელდიშვილი. საერთაშორისო ორთაბრძოლების WCSA-ს პრეზიდენტმა რევაზ ქელდიშვილი ორთაბრძოლების საპატიო 3 დანით დააჯილდოვა.