ევროპის ჩემპიონატზე კვლავ ქართველი მოჭადრაკე ქალები ლიდერობენ. სერბულ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეხუთე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან შავი ფიგურებით 2:2 ითამაშა და ლიდერობა შეინარჩუნა.
ვაჟთა ნაკრებმა კი აზერბაიჯანის გუნდთან წააგო 1.5:2.5. აზერბაიჯანელთა კაპიტანი ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილია. ვაჟთა ნაკრები მეხუთე ტურის შემდეგ მეორე ადგილს რუსეთის ნაკრებთან იყოფს.
მეხუთე ტურში ქართველი ვაჟები უკრაინის ნაკრებს გაეჯიბრებიან, ხოლო ქალთა ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრების დაუპირისპირდება.