ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინის ნაკრები - ანგარიშით 69:53 - დაამარცხეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველმა კალათბურთელებმა უკრაინის ნაკრები - ანგარიშით 69:53 - დაამარცხეს კულტურა, სპორტი
5-09-2011, 00:06
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში უკრაინის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით -69:53

ქართველთაგან რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩეოდა. გიორგი ცინცაძემ 14 ქულა - 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მანუჩარ მარკოიშვილმა ასევე 14 ქულას 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიამატა, 19 წლის თორნიკე შენგელიამ კი 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მოხსნებში საუკეთესო შედეგი სანიკიძეს ჰქონდა. ორივე ფარზე მან მთლიანობაში 12 მოხსნა განახორციელა. საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსს შეინარჩუნებს.

ამ დროისთვის საქართველოს 4 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც ორი გამარჯვება მოიპოვა, ორში კი დამარცხდა.

პირველ შეხვედრაში საქართველომ ბელგია 21-ქულიანი სხვაობით 81:69 დაამარცხა. მეორე ტურში ქართველები რუსეთთან დამარცხდნენ, ანგარიშით 58:65, მესამე შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებმა სლოვენიასთან დათმო - 75:87.

ბოლო შეხვედრას ჯგუფში საქართველო 5 სექტემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 94:83 დაამარცხა
  • ქართველი კალათბურთელები რუსეთთან შვიდქულიანი სხვაობით დამარცხდნენ
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა
  • მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის გათამაშებაში მესამე შეხვედრა მოიგო
  • მატჩი საქართველო-ხორვატიას შორის ანგარიშით 1:0 დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge