"დინამოს" მიერ თასების თასის მოპოვებიდან 30 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"დინამოს" მიერ თასების თასის მოპოვებიდან 30 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
13-05-2011, 01:57
თბილისის "დინამოს" მიერ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებასთან დაკავშირებულ საუბილეო საღამოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე დაესწრება.

"დინამოს" პრესატაშეს, გიგა გვენცაძის ცნობით, უკვე თბილისში იმყოფება ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და თბილისელთა ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი. 13 მაისს ჩამოვა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის ბოლო ტიტული მოიპოვა. მათ გარდა, საიუბილეო საღამოს დაესწრება 1981 წლის ფინალში იენის "კარლ ცაისის" კაპიტანი ლოთარ კურბივაიტი. მასთან ერთად იქნება გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი. უკრაინიდან თბილისს ეწვევიან კიევის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები - ანდრეი ბიბა და ვლადიმერ მუნტიანი. აზერბაიჯანიდან ჩამოვლენ ბაქოს "ნეფთჩის" ყოფილი მოთამაშეები ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი. სომხეთიდან ჩამოვა ერევნის "არარატისა" და საბჭოთა კავშირის ექსნახევარმცველი ხორენ ოგანესიანი. ღონისძიებას გასაშუქებლად ეწვევა "ნტვ ფუტბოლის" ჟურნალისტი ალექსეი ანდრონოვი.

საქართველოს ფარგლებს გარედან ჩამოსვლა არამხოლოდ უცხოელ სტუმრებს მოუხდათ - მომავალი ღონისძიებისთვის, სოჭიდან სპეციალურად ჩამოფრინდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი სიჭინავა.

უცხოელი სტუმრები 13 მაისს, 12:00 საათზე, "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზას ეწვევიან და იქ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოს დაათვალიერებენ. საღამოს 19:00 საათზე კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

“დინამო”ევროპის თასების მფლობელთა თასს 1981 წლის 13 მაისს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერესი კლუბი იენის კარლ ცაისი დაამარცხეს - 2:1.

გუნდების შემადგენლობა ასეთი იყო - თბილისის "დინამო": ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, დავიდ ყიფიანი, ზაურ სვანაძე (ნუგზარ კაკილაშვილი),ვლადიმერ გუცაევი,რამაზ შენგელია. მთავარი მწვთნელი: ნოდარ ახალკაცი.

იენის “კარლ ცაისი”: ჰანს-ულრიხი, გერდ ბრაუერი, როდიგერ შნუფხაზე, ლოთარ კიურბუვაიტი, ვოლფგან შილინგი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ევერმანი), ანრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბელაუ (ტომას ტეფერი), იურგენ პააბი, ებერჰარდ ფოგელი. მთავარი მწვთნელი: ჰანს მაიერი.

გოლები: გერჰარდ ჰოპე 63,'ვლადიმერ გუცაევი 67', ვიტალი დარასელია 87.

ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დინამო კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.
 
 

ასევე:

  • ცნობილი ფეხბურთელი რამაზ შენგელია გარდაიცვალა
  • სტუ-ის ფეხბურთელები ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდებიან
  • საქართველოს რაგბის ნაკრები გერმანიის გუნდს შეხვდება
  • კლუბ „დინამო თბილისის” ფეხბურთელებთან შეხვედრა გაიმართა
  • თემურ ქეცბაიამ 3 ივნისის მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge