|
19-03-2013, 12:53
18 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის” ფეხბურთელებთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრას კლუბის მხრიდან ესწრებოდნენ კლუბის მთავარი მწვრთნელი დუშან უპრინი და ფეხბურთელები: გიორგი მერებაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი შაშიაშვილი, უსტარიცი, ჩისკო და სხვები. |
|