საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) მუდმივმოქმედი ჯგუფის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელად საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ანზორ შავგულიძე აირჩიეს, სწავლულ მდივნად კი – არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის დეპარტამენტის სრული პროფესორი მზია მილაშვილი.
სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში” წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) მუდმივმოქმედი ჯგუფი სულ ახლახან შეიქმნა.
ჯგუფის ძირითადი ამოცანებია: 1) გამომცემლობასთან მუდმივი კონტაქტი - რჩევები და დარგობრივი კონსულტაციები წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) საკითხებში;
2) მუდმივი მონიტორინგი სტუ-ის საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” მიერ გამოცემულ ბეჭდურ პროდუქციაზე, წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) ხარისხის შეფასების თვალსაზრისით.
აკადემიურმა საბჭომ ჯგუფი დაამტკიცა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი სალუქვაძე (არქიტექტურა); მზია მილაშვილი (დიზაინი); ემირ ბურჯანაძე (მხატვრობა); ნანა ჩაჩუა (ფსიქოლოგია); იგორ კვესელავა (სოციოლოგია); ალექსანდრე გრიგოლიშვილი (პოლიგრაფია); გიორგი ჯერენაშვილი (პოლიგრაფია);
მარინა მეძმარიაშვილი (პოლიგრაფია); მედეა ბაზაძე (მართლწერა და მართლმეტყველება); იური მეჩითოვი (ფოტოხელოვნება); ანტისა დეისაძე (ფოტოხელოვნება); ანზორ შავგულიძე (ინჟინერია).