სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდება სტუ
13-05-2011, 15:54
სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის თანამშრომლები საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა სტუ-ის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძემ გახსნა. მისი განცხადებით, სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს გაუცხოების განცდა ლექტორისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ. ასეთი შეხვედრები კი თავისი ფორმატით არსებითად განსხვავდება ლექცია-სემინარებისა და კონსულტაციებისგან, რადგან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის მეტი დრო და თავისუფლება აქვთ.

სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდება“ჩვენი დღევანდელი შეკრება მოტივირებულია იმ შეხვედრით, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუ-ის რექტორთან გამართეს. იქ დაისვა ბევრი პრობლემური საკითხი, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ ერთმანეთთან დიალოგის გზითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ დღევანდელი შეხვედრა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შეხვედრები სტუ-ის სხვა ფაკულტეტებზედაც გაიმართება”, - განაცხადა შავგულიძემ.

მან გაიხსენა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომხდარი უსიამოვნო შემთხვევა და დასძინა, რომ მიუღებელია, როდესაც სტუდენტი და ლექტორი სხვადასხვა სტუდიიდან საუბრობენ და ერთმანეთს ულტიმატუმის ენაზე მიმართავენ.

სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდება“სტუდენტი უნდა გრძნობდეს ზრუნვას, რომელსაც მის მიმართ იჩენენ პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, - განაცხადა შავგულიძემ.

ფაკულტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, შეიქმნა მცირე კომისია, რომელიც ითანამშრომლებს ფაკულტეტის წარმომადგენლებთა, თითოეულ ლექტორთან.

სტუდენტებმა გამოთქვეს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახედია სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები. ანზორ შავგულიძემ დამსწრეებს გაუზიარა იდეა, შექმნილიყო ერთგვარი სადისკუსიო კლუბი, სადაც სასწავლო წიგნებზე იმსჯელებდნენ.

სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდებაშეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე 4 მაისს გაიმართა. სულ რამდენიმე დღეში გადაწყდა, საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტთან” ჩამოყალიბდეს “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი”. კლუბის შექმნის მიზანი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით სასწავლო ლიტერატურის ავკარგიანობაზე მსჯელობის რეგულარული გამართვაა.

კლუბის დამფუძნებლები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საგამომცემლო სახლ “ტექნიკური უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭო, ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიისა და წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) ჯგუფები, გამომცემლობის ხელმძღვანელობა (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, მთავარი სპეციალისტი), სტუ-ის თვითმმართველობა, სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დეპარტამენტი, სტუ-ის ინტერნეტგაზეთი.

კლუბს უხელმძღვანელებენ სპკერი (რექტორი), ვიცე-სპიკერი (რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში), ორგანიზატორი (სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს ორგანიზაციულ საკითხტა კომისიის ხელმძღვანელი).

კლუბის წევრები იქნებიან სტუ-ის ყველა ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნებისმიერი მსურველი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში სასწავლო ლიტერატურის გამოცემის მდგომარეობა გაუმჯობესდება
  • საინჟინრო გრაფიკის კაბინეტში სასწავლო პროცესს დეკანი დაესწრო
  • საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა
  • პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში შეხვედრა გამართა
  • სტუ–ში წიგნის მხატვრული კონსტრუირების ჯგუფის სხდომა გაიმართა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge