საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ახალ სასწავლო კაბინეტში მუშაობის პროცესს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი ოთარ გელაშვილი და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ შავგულიძე დაესრნენ.
„როცა ახალი სემესტრიდან ახალი სასწავლო კაბინეტი დგება მწყობრში, ჩვეულებრივი ამბავია და ამაში თითქოს არაფერია გასაკვირი, მაგრამ როცა ეს კეთდება ცნობილი პროფესორების უშუალო ფიზიკური მონაწილეობით, ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ საჯაროდ ქებას ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძე.
ოთარ გელაშვილის განცხადებით, 2007 წლის ზაფხულიდან, როდესაც მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას ადგილსამყოფელი შეუცვალეს, იგი ხელოვნურად შექმნილ უმძიმეს პირობებში ჩავარდა, მაგრამ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის (რექტორი, პროფესორი ა. ფრანგიშვილი) მხარდაჭერითა და კათედრის კოლექტივის თავდადებული შრომით (დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ა. შავგულიძე), მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა.
გასულ წელს, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის (დეკანი, პროფესორი ო. გელაშვილი) დადგენილებით, საინჟინრო გრაფიკის მიმართულებას, სამხაზველო კაბინეტის მოსაწყობად, დამატებით გამოეყო ორი ოთახი, მაგრამ ფართობის სიმცირის გამო მათში თანამედროვე ტიპის სამხაზველოს მოწყობა შეუძლებელი აღმოჩნდა. საჭირო გახდა ამ ოთახების გაერთიანება და კოსმეტიკური რემონტის ჩატარება. ფანჯრების შეცვლა უნივერსიტეტის სამეურნეო და სამშენებლო-საექსპლუატაციო დეპარტამეტმა (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი ქ. ქოქრაშვილი, დეპარტამენტის უფროსი ი. კომახიძე) იკისრა, ხოლო ოთახების გამყოფი კედლის მონგრევა, სამშენებლო ნარჩენების გატანა და დასუფთავება - მიმართულემის პროფესორების ჯგუფმა. სამუშაო წარმატებით შესრულდა და საინჟინრო გრაფიკაში, ახალი სემესტრი სწორედ ამ განახლებულ სამხაზველოში დაიწყება.
“ჯგუფის წევრებმა - პროფესორებმა ი. ბაციკაძემ, გ. წულეიკირმა, ს. ბარბაქაძემ, ზ. კვინიკაძემ, თ. კოკაიამ, უფროსმა მასწავლებელმა ნ. კუპრაშვილმა, საინჟინრო გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ აბულაძემ, ელექტრიკოსმა მ. ბაბაშვილმა - მთელი ეს სამუშაო ზამთრის არდადეგების პერიოდში ანუ ახალი წლისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულებს შორის შუალედში შეასრულეს. საქმისადმი განუზომელი სიყვარული და საქმისთვის თავდადება, ალბათ, სწორედ ეს არის“, - დასძინა ანზორ შავგულიძემ.