ესტატე მჭედლიშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ესტატე მჭედლიშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა სიახლე
17-01-2011, 16:21
ესტატე მჭედლიშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ესტატე მჭედლიშვილის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკურმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა. მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის ქართული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელი, პროფესორი ესტატე მჭედლიშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პროფესორის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნადი ფონდი: ექვსასი ერთეული) განსვენებულის ოჯახმა უსასყიდლოდ გადასცა მაშინდელი პოლიტექნიკური ისტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. კათედრასთან გაიხსნა პროფ. ე. მჭედლიშვილის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა (რექტორი, აკად. თ. ლოლაძე, კათედრის გამგე, პროფესორი ა. შავგულიძე. ბრძანება №39. 28.03.81).

ესტატე მჭედლიშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა როგორც საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძემ განაცხდა, მჭედლიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებამ ტრადიციის სახე მიიღო და კათედრის აწ განსვენებული პროფესორების პირადმა ბიბლიოთეკებმა კათედრის ბიბლითეკაში გადაინაცვლა. ასე შეივსო ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდი პროფ. ირაკლი ჯაფარიძის, პროფ. გიორგი ვაჩნაძის, პროფ. კონსტანტინე ყიფშიძის, პროფ. ქეთევან კალადაძის, პროფ. ნინო ბაგრატიონის, პროფ. თენგიზ ტოპეშაშვილის, პროფ. ლ. ჯალიაშვილის კუთვნილი წიგნებით. ამჟამად ბიბლიოთეკის საერთო წიგნთსაცავი შვიდი ათასამდე ერთეულს მოიცავს.

“სამწუხაროდ, კათედრის დისლოკაციის ადგილის შეცვლამ, რაც 2007 წლის ზაფხულში, ვფიქრობ, გაუმართლებელი და აუხსნელი მიზეზებით განხორციელდა, ბიბლიოთეკის ფუნქციონირების დროებითი შეწყვიტა გამოიწვია. საბედნიეროდ, კათედრის მთელი კოლექტივის თავდაუზოგავმა შრომამ (ორგანიზატორი: პროფ. ი. ბაციკაძე) და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერამ (რექტორი, პროფ. ა. ფრანგიშვილი; კანცლერი, პროფ. ქ. ქოქრაშვილი; დეკანი, პროფ. ო. გელაშვილი) შედეგი გამოიღო და ბიბლიოთეკამ გაცილებით უკეთეს პირობებში განაახლა მუშაობა. იგი განლაგებულია დიდ დარბაზში, გაკეთებულია მისი წიგნადი ფონდის სრული კატალოგიზაცია, რაშიც ფასდაუდებელი სამსახური აქვს გაწეული სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს, ვაჟა პაპასკირს და მის თანამშრომლებს: ცისანა კობახიძეს, მანანა დევდარიანს, რუსუდან ოყროშიძეს”, - განაცხადა ანზორ შავგულიძემ.

მისი განცხადებით, ბიბლიოთეკის დარბაზშივე დაიდო ბინა მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ ნაკურთხმა სამლოცველომ. ამავე დარბაზშია განლაგებული უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ახლახან გახსნილი ცენტრი.

"სულიერების, წიგნიერებისა და კადრების მომზადების ეს ერთგვარი სინთეზი ქმნის მშვიდსა და სულიერად ამაღლებულ გარემოში მუშაობის საუკეთესო პირობებს", - განაცხადა შავგულიძემ.

ბიბლიოთეკა მკითხველისათვის ღიაა ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
 
 

ასევე:

  • იწყება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში - 2“
  • საინჟინრო გრაფიკის კაბინეტში სასწავლო პროცესს დეკანი დაესწრო
  • საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში ახალი სასწავლო კაბინეტი შეიქმნა
  • გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გრძელდება
  • სტუ-ში გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge