გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გრძელდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გრძელდება სტუ
21-03-2012, 00:01
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბაიროითის უნივერსიტეტსა და საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის თაოსნობით მიმდინარეობდა. მას აწარმოებდა ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე თურქია.

მოეწყო ოფიციალური შეხვედრები საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის კოლეგებთან - რექტორი პროფ. ვოლფგანგ კორნეტცი, პროფ. ტატიანა კიონიგი (პასუხისმგებელი პირი); ბაიროითის უნივერსიტეტის კოლეგებთან - პროფ. შტეფან იაბლონსკი (ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში), პროფ. არმინ ჰაინემანი (ინტერნაციონალური ოფისისა და ინსტიტუციური კონტაქტების ხელმძღვანელი).
პროფ. ე. თურქიამ უნივერსიტეტებში ჩაატარა მოხსენებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო (საინფორმაციო ტექნოლოგიებში) მიმართულებების შესახებ.

შეთანხმების შედეგად, გაგრძელდა პარტნიორობის ხელშეკრულება საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტთან; დაიწყო ახალ კოოპერაციაზე შეთანხმება ბაიროითის უნივერსიტეტთან, რაც ითვალისწინებს მულტიდისციპლინარული (ინფორმატიკა, ქიმია, ბიოლოგია, სამთო-გეოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები) სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის მხარდაჭერას.

საწყის ეტაპზე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას მულტიდისციპლინარული სამეცნიერო მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად. ამ პროცესებს ასევე მხარს უჭერს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD).
 
 

ასევე:

  • იწყება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში - 2“
  • სტუ-ს ათენის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
  • სტუ-ს იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაცია სტუმრობდა
  • სტუ იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციას მასპინძლობს
  • დემი ლაოშვილს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო საქმიანობის 50 წელი შეუსრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge