ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაცის ხელმძღვანელმა, ვიცე-დირექტორმა, პროფ. სებასტიან შმიდტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიმდინარე კვლევების შესახებ საინფორმაციო მოხსენება გააკეთა.
ცენტრის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უნივერსიტეტის სტუდენტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების შესახებ შეთანხმებას და იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამების შესახებ მემორანდუმს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მასპინძლობს ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციას ვიცე-დირექტორის პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით. 5 დეკემბერს ჩატარდა მასპინძელი ორგანიზაციების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) წარმომადგენლებისა და გერმანელი დელეგაციის შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის №135 საკონფერენციო დარბაზში (თსუ, II კორპუსი) პროფ. დოქტორმა ჰანს შტროერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "მეცნიერების საზღვრები".