სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან სტუ
15-10-2013, 13:27
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიანსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება "შემოდგომის ლექციები თბილისში", რომლის თემატიკა ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონ შა და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორები: დეტლევ გოტა, ფარიდა გრინბერგი, მარკუს ბუშერი და ანდრო კაჭარავა. ლექციები 12-იდან 26 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება.

სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში, პროექტი საზეიმოდ გაიხსნა და ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს. შეხვედრა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გერმანელი სტუმრები, მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესახებ, ისაუბრა საქართველოდან 5 წლის განმავლობაში იულიხში სტაჟირებაზე ჩასულ სპეციალისტთა შესახებ და საზოგადოებას წარუდგინა ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცემენ. ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნადიმ ჯონ შამ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია უნივერსიტეტისთვის გადმოსაცემ ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით.

სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკისა და ბიოსამედიცინო აპარატურის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ასევე, ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცემს ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას.
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ტარდება “შემოდგომის ლექციები თბილისში“
  • სტუ-ში დასრულდა "შემოდგომის ლექციები თბილისში"
  • იწყება ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში - 2“
  • სტუ-სა და იულიხის ცენტრის ინსტიტუტებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
  • სტუ-ს იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაცია სტუმრობდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge