იულიხის კვლევით ცენტრთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

იულიხის კვლევით ცენტრთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სიახლე
8-07-2014, 18:42
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს. ღონისძიებას სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ესწრებოდა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს:
• ხელი შეუწყონ სტუდენტთა გაცვლას, სტაჟირების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მეშვეობით;
• ხელი შეუწყონ ქართველ დოქტორანტებს ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის შეთანხმებების მომზადებით ე.წ. ერთობლივი სწავლების პროგრამის ფარგლებში;
• მხარი დაუჭირონ ქართველ მეცნიერებს ერთობლივ კვლევით საქმიანობაში და სამეცნიერო დანადგარებით აღჭურვაში;
• უზრუნველყონ საშუალო და გრძელვადიანი ერთობლივი პროექტების განხორციელება იულიხის კვლევითი ცენტრის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ქართველ-გერმანელი პარტნიორების მიერ განაცხადების წარდგენის მეშვეობით, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონ 2020“ ინიციატივის ფარგლებში;
• დაეხმარონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მის განზრახვაში, რომ განსაზღვროს და ხელი მოაწეროს საქართველოსა და გერმანიას შორის განახლებულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მთავრობათშორის შეთანხმებას.

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელწმიფო უნივერსიტეტი) დაემატა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას კონსორციუმსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს (ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევითი ინსტიტუტი-IEK, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი-IKP, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი-INM, იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი-JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტს (ZEA) შორის.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ეზიარონ საერთაშორისო გამოცდილებას, დაამყარონ ურთიერთობა თავიანთ კოლეგებთან და გახდნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წარმომადგენლები. სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საერთაშორისო დოკუმენტი მიიღონ.

გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობენ ხელს და უზრუნველყოფენ მათთვის ლაბორატორიების აღჭურვასა და სამუშაო პირობების შექმნას.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაცია სტუმრობდა
  • სტუ იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციას მასპინძლობს
  • სტუ-სა და იულიხის ცენტრის ინსტიტუტებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
  • სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან
  • იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სკოლასა და ვორქშოპს ატარებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge