|
20-07-2012, 00:13
იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (გერმანია), საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ატარებს მე-5 ქართულ-გერმანულ სკოლასა და ვორქშოპს ფუნდამენტურ მეცნიერებებში: 6-10 აგვისტოს თბილისში ჩატარდება ვორქშოპი, ხოლო 13-17 აგვისტოს - საზაფხულო სკოლა (ბათუმი).
ღონისძიება 2010 წლის მაისში თბილისში გამართული წარმატებული შეხვედრების გაგრძელებაა სადაც იულიხის ცენტრმა და საქართველოს ზემოხსენებულმა წამყვანმა უნივერსიტეტებმა გააფართოვეს თანამშრომლობა ფუნდამენტური მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
9 და 10 აგვისტოს ზემოაღნიშნულ ვორქშოპს მასპინძლობს საქართველოს უნივერსიტეტი, სადაც გერმანელი და ქართველი მეცნიერები მოხსენებებით წარდებიან და სპეციალური სტუდენტური სესიაც ჩატარდება.
დაგეგმილი ღონისძიებისთვის გათვალიწინებულია ლექციათა კურსის ჩატარება როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტთათვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში. იმ კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელიც გაწერილია დოკუმენტში "საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი", პარტნიორი მხარეები ხელს უწყობენ საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას. ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა თბილისში გერმანული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს, 2011 წლის დეკემბერში. |
|